თბილისის საქალაქო სასამართლოში, 20 ივნისის აქციაზე დაკავებული 4 პირის პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის აქციაზე დაკავებული პირების: გიორგი ბუდაღაშვილის, ბესიკ თამლიანის, ცოტნე სოსელიასა და კახაბერ კუპრეიშვილის პროცესი იმართება. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან.

როგორც გიორგი ბუდაღაშვილისა და ბესიკ თამლიანის ადვოკატმა, ალექსანდრე იაშვილმა აღნიშნა, დღევანდელ პროცესზე მოწმეებად სავარაუდოდ, პოლიციის თანამშრომლები გამოიკითხებიან.

„ბრალდების მხარეს ამ ეტაპისთვის ჩვენთვის არ მოუწოდებია ინფორმაცია, კონკრეტულად რამდენი მოწმეა გამოძახებული. ზოგადად ვიცით, რომ რამდენიმე მოწმეს წარმოადგენენ. სავარაუდოდ, ეს იქნებიან პოლიციის თანამშრომლები და ისევე როგორც წინა შემთხვევაში, ახლაც ვვარაუდობთ, რომ მათი ჩვენება ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დაადასტურებს ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების უდანაშაულობას და იმას, რომ ბრალდება არის ტენდენციური," - განაცხადა ვახტანგ იაშვილმა.

ამასთან, ადვოკატის ცნობით, მოსამართლემ წინა სხდომიდან გაძევებული ბესიკ თამლიანის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ის „თვითონ მიიღებს მტკიცებულებების გამოკვლევაში მონაწილეობას".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა