გიგი უგულავა - ტრიპაჩა კალაძე ყველაფერს აკეთებს, გარდა იმისა, რაც ევალება

ტრიპაჩა კალაძე, ყველაფერს აკეთებს, გარდა იმისა, რაც ევალება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, იმის ნაცვლად, რომ კალაძე არსებულ პრობლემებზე ფიქრობდეს, სამარცხვინო განცხადებებს აკეთებს.

„კალაძის სამარცხვინო ტრაბახი უბრალოდ მართლა სასაცილოა. მე მართლა გული მწყდება, იმის ნაცლად, რომ თბილისის მერი პრობლემებზე საუბრობდეს, რომელიც მათ შორის მან შექმნა, თუნდაც როდის უნდა დამთავრებულიყო ჭავჭავაძე, ტრიპაჩა კალაძე ყველაფერს აკეთებს, გარდა იმისა, რაც მას ევალება.

ასევე მინდა აღვნიშნო ივანიშვილის სასარგებლოდ, რომ ერთი არნახული თვისება აქვს: ნეხვის კასრში ამოავლოს ყველა თავისი თანაგუნდელი ბოლომდე ჩურჩხელასავით, რომ ყველა ბოლომდე გათხვრილი ჰყავდეს. კალაძის დღევანდელი განცხადება იყო ზუსტად ეს. ასეთ ადამიანთან გვაქვს საქმე, ეს ადამიანი არის უკვე სახიფათო. „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს მინდა მივმართო, თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის არის სახიფათო,“- განაცხადა გიგი უგულავამ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა