თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და საუნივერსიტეტო კლინიკებში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის თავისუფლებისთვის-თეთრხალათიანთა აქცია გაიმართა

"თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს" - ამ გზავნილის ირგვლივ გაერთიანებული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების, თეთრხალათიანთა მასშტაბურ აქციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, თავისი საუნივერსიტეტო კლინიკებით შეუერთდა.

ღონისძიება დღეს, 18 ნოემბერს გაიმართა. მისი მონაწილეები12 საათისთვის, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებების წინ გამოვიდნენ და ხუთწუთიანი მდუმარე აქციით გამოხატეს პროტესტი.

„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა, სტუდენტებმა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციულმა პერსონალმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს ვაჟა-ფშაველას გამზირზე, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიასთან. პარალელურად საუნივერსიტეტო კლინიკების, მათ შორის: თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის, თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის, თსსუ-ის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიის კლინიკის, თსსუ-ის N1 სტომატოლოგიური კლინიკის, თსსუ-ის N2 სტომატოლოგიური კლინიკის ექიმები, თანამშრომლები, კლინიკების წინ ერთად დგომით, უცხადებდნენ სოლიდარობას ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს“, - ნათქვამია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ჩვენ ვგმობთ ჩვენი კოლეგის, გამორჩეული პროფესიონალისა და ღირსეული პიროვნების ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დაკავების ფაქტს და ყველას მოვუწოდებთ, მხარი დაუჭიროთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას." - აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.

შეგახსენებთ, რომ უკვე თითქმის 10 დღეა რუსი ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფება ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტს ოჯახთან ბოლო კონტაქტი გატაცებისას ჰქონდა. ოკუპანტები მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო