გრიგოლ ვაშაძე - ყველა ვჯდებით შემოსასვლელთან, სათითაოდ ხელში აგვიყვანონ და ისე გაგვიტანონ აქედან სათითაოდ

ყველა ვჯდებით შემოსასვლელთან, სათითაოდ ხელში აგვიყვანონ და ისე გაგვიტანონ აქედან სათითაოდ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა პარლამენტთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დარბევის მიუხედავად, ისინი მაინც მივლენ პარლამენტთან და ბოქლომს დაადებენ პარლამენტის შესასვლელს.

„თხოვნა გვაქვს თქვენთან ყველასთან, ჩვენ იმდენი არ ვართ, რომ ამათ წინააღმდეგობა გავუწიოთ, მაგრამ ყველა ვჯდებით შემოსასვლელთან, სათითაოდ ხელში აგვიყვანონ და როგორც მათ მასწავლებელ პუტინს სჩვევია, ისე გავიტანონ აქედან სათითაოდ, რომ ჟურნალისტებმა ყველამ გადაიღონ, რა დემოკრატია აგვიშენა ოლიგარქმა საქართველოში, მაგრამ რამდენჯერაც დაგვარბევენ, იმდენჯერ მოვალთ ისევ და ბოქლომს დავადებთ. იმის ნაცვლად, რომ სპეცრაზმი საოკუპაციო ხაზთან იდგეს, ჩვენ გვებრძვიან.

აბა ორგანიზებულად, გახსოვდეთ, ქალები გვყავს, არავითარი წინააღმდეგობა, ძალადობა, აგვწიონ ხელში, გაგვიტანონ, ზუსტად ისევე როგორც მათი პუტინი აკეთებდა“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა