სპეცრაზმმა აქციის მონაწილეთა კორდონის გარღვევა დაიწყო. მომიტინგეები სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებს ხელებაწეულები ხვდებიან. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: "საქართველო".
ამ დროისთვის პარლამენტის შენობა ყველა მხრიდან სპეცდანიშნულების რაზმის ალყაშია.
სპეცრაზმი პარლამენტისკენ ცოტა ხნის წინ, მას შემდეგ დაიძრა, რაც აქციის მონაწილეებისთვის შსს-ს მიერ მიცემული ვადა ამოიწურა.