ალეკო ელისაშვილი - თუ ივანიშვილს ჰგონია, რომ გაგვწუწა და მოგვერევა, ცდება

თუ ივანიშვილს ჰგონია, რომ გაგვწუწა და მოგვერევა, ცდება,- ამის შესახებ ჟურნალისტებს „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარალმენტის შენობასთან განუცხადა, სადაც ამ ეტაპზე სამართალდამცავები აქციის დაშლას ცდილობენ.

„ ვინ ვის დაარბევს ვნახავთ, თუ გონია, რომ გაგვწუწა და მოგვერევა და შეგვაშინებს, ცდება. არჩევნებს ვითხოვთ, ამაზე სამართლიანი რა შეიძლება მოვითხოვოთ?დედას ვუტირებთ, აი ამას ვაპირებთ”, - განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის სამივე შესასვლელთან სპეცრაზმია მობილიზებული. სპეცდანიშნულების რაზმი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიის აქციის მონაწილეებისგან გათავისუფლებას ცდილობს. სპეცრაზმი იმყოფება როგორც ჩიტაძის ქუჩაზე, ასევე ზუბალაშვილების ქუჩასა და რუსთაველის გამზირზე. აქციის დასაშლელად რამდენჯერმე მოხდა წლის ჭავლის გამოყენება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს