გიგი უგულავა - გამარჯობა, ივანიშვილის პუტინის რუსეთში

"ივანიშვილმა დაამყარა პუტინიზმი", - ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან" "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით, სწორედ ბიძინა ივანიშვილზეა ნათქვამი აფორიზმი: "მოჩქარეს მოუგვიანდესო".

"გამარჯობა, ივანიშვილის პუტინის რუსეთში. პუტინი მეტს კი არაფერს არ აკეთებს. არჩევნებს აუქმებს და ოპოზიციას და საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც ოპოზიციურადაა განწყობილი, არბევს და იჭერს. ესაა პუტინიზმი და ივანიშვილმა აქ დაამყარა პუტინიზმი. პროტესტი შეიძლება 5-დღიანი იყოს, 25-დღიანიც და 45 დღიანიც. "მოჩქარეს მოუგვიანდესო", - ეს ივანიშვილს ეხება პირველ რიგში", - განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან აქცია დღეს წყლის ჭავლის გამოყენებით და სპეცდანიშნულების რაზმის საშუალებით დაშალეს.

ზაზა ფირალიშვილი - არ ჩანს დიდი იდეა, არ ჩანან პოლიტიკური აქტორები, რომლებიც თავისი გადამდები ენთუზიაზმით და ენერგიით „აამოძრავებდნენ“ საზოგადოებას
თორნიკე ჯანაშვილი - “რეფორმერი" პოლიტიკაში მოდის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2020
ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ტერაბანკის ინოვაციური ბოტის საკომუნიკაციო კამპანიამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა