სოზარ სუბარი - პოლიცია, სპეცრაზმი  კანონის ფარგლებში მოქმედებდა, აღმაშფოთებელი თავდასხმები ვიხილეთ პოლიციაზე, განსაკუთრებით გამოვყოფ გრიგოლ ვაშაძის გაუგონარ ქმედებას

პოლიცია, სპეცრაზმი მოქმედებდა აბსოლუტურად კანონის ფარგლებში, ვიხილეთ აღმაშფოთებელი თავდასხმები პოლიციაზე, განსაკუთრებით გამოვყოფ გრიგოლ ვაშაძის ქმედებას,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა „ქართული ოცნების“ ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში დაცულია გამოხატვის თავისუფლება და შეკრების უფლება, თუმცა, როცა მოწოდებები გადადის ქმედებებში, როგორიცაა პარლამენტის პიკეტირება, სახელმწიფო ვალდებულია იმოქმედოს.

„საქართველოში დაცულია შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება. ისევე როგორც გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის, ყველაზე რადიკალურიც კი, ისეთი როგორიცაა „დავამთავრებთ ხელისუფლებას, რევოლუცია, საყოველთაო დაუმორჩილებლობა“, მაგრამ როცა მოწოდებები გადადის ქმედებებში, ხდება პარლამენტის ბლოკირება, პარლამენტის წევრებზე ფიზიკური თავდასხმა, ბოქლომის დადება, სახელმწიფოს აქვს უფლება კი არა ვალდებულება, რომ იმოქმედოს. ეს უკანონობა აღკვეთილია და ყველა აღიარებდა, რომ ეს იყო უკანონობა, მათ შორის ისინიც კი, ვინც ცდილობდა ისინი გაემართლებინა, თვით მომიტინგეების და მათი ლიდერების ჩათვლით.

პოლიცია, სპეცრაზმი მოქმედებდა აბსოლუტურად კანონის ფარგლებში, ვიხილეთ აღმაშფოთებელი თავდასხმები პოლიციაზე, განსაკუთრებით გამოვყოფ გრიგოლ ვაშაძის გაუგონარ ქმედებას, როცა თავს დაესხა პოლიციას და ხელებს ურტყავდა და უტყაპუნებდა მათ. „ნაციონალური მოძრაობა“ გადაიხდის ძალიან მწარე პოლიტიკურ ფასს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, ხელისუფლება მზად არის დიალოგისთვის, თუმცა, როგორც მან აღნიშნა, „ბოქლომების დადება არ არის დიალოგი და თუ ვინმეს ბოქლომების დადება უნდა, ჩვენ გავცემთ, სახელმწიფო გასცემს ისევ სამართლებრივ პასუხს“. მისივე თქმით, დიალოგი შეიძლება გაგრძელდეს ეუთოს რეკომენდაციის ფარგლებში საარჩევნო სისტემის სრულყოფის საკითხებზე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა