მამუკა მდინარაძე პოლიციელებთან ერთად მადლობას აქციის იმ მონაწილეებსაც უხდის, რომლებმაც მოვლენების ესკალაციას ხელი არ შეუწყეს

დაშლა არ არის აქ მთავარი - მთავარი ამბავია ის, რომ პოლიციელები დიდი მოთმინებით შეხვდნენ ამ საქმეს და პროფესიონალურად გააკეთეს ყველაფერი, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მდინარაძემ მადლობა იმ მოქალაქეებსაც გადაუხადა, რომლებსაც პროვოკაციებში მონაწილეობა არ მიუღიათ.

„გიერთდებით მადლობაში, რომელიც უნდა ითქვას პოლიციელების მიმართ. დაშლა არ არის აქ მთავარი. მთვარი ამბავია ის, რომ ისინი დიდი მოთმინებით შეხვდნენ ამ საქმეს, პროფესიონალურად გააკეთეს ყველაფერი და მთავარზე, როდესაც მოგახსენებთ, ვგულისხმობ, რომ გაუფრთხილდნენ თითოეული ადამიანის ჯანმრთელობას, თითოეული ადამიანის უფლებას და აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებს თითოეული პოლიციელი. მიუხედავად პატარ-პატარა პროვოკაციებისა, არ შეიძლება ვიყოთ ცალმხრივები და დავივიწყოთ იმ მოქალაქეების სწორი, პასუხისმგებლიანი და სახელმწიფოებრივი მიდგომა, რომლებიც დაემორჩილნენ პოლიციის მოწოდებას და ესკალაციას ხელი არ შეუწყეს, იმ პროტესტანტებს, რომლებმაც გადაწყვიტეს პროვოკაციებში არ ჩაბმულიყვნენ, ასევე უნდა გადავუხადოთ მადლობა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო