თბილისის მოვლენებს მსოფლიოს წამყვანი გამოცემები ეხმაურება

თბილისში მიმდინარე მოვლენები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. “საქართველოში მიმდინარე პროტესტს პარლამენტთან შეერთებული შტატები და ევროკავშირი უჭერს მხარს“, - სტატიას ამ სათაურით France 24 აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ მიმდინარე აქციები, ბოლო წლების მანძილზე ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლებია საქართველოს დედაქალაქში.

“პოლიციამ პროტესტანტთა წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა“, - ამის შესახებ „როიტერსი“ იტყობინება.

გამოცემის ცნობით, დაახლოებით 20 000 ადამიანი თბილისის ქუჩებში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს.

საპროტესტო აქციებზე წერს ასევე ისეთი გავლენიანი გამოცემები, როგორიცაა „ესოშიეითიდ პრესი“, „ნიუ იორკ თაიმსი“ და „ვაშინგტონ პოსტი“. მათი ინფორმაციით, პოლიცია მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლს იყენებს. მათივე ცნობით, ქვეყანაში, კანონმდებლების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების ჩაგდებას აპროტესტებენ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო