გიგა ბოკერია - თუ „ოცნებას“ სურს სპეცრაზმებით ატარონ ბიუროს სხდომები, ვნახოთ, როგორ „გაქაჩავენ“

ჩვენ კი ვართ დიალოგისთვის მზად, მმართველი გუნდი არ არის, ეს არის პიარნაბიჯი, - ასე უპასუხა „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეთავაზებას, დიალოგთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, დიალოგი შეწყვიტა ბიძინა ივანიშვილმა, როცა „გადააგდო“ საზოგადოება და დაამცირა თალაკვაძეც.

„ჯერ აღადგინოს სტატუს-კვო ე.წ. გერმანული მოდელი დაძრან, მიიღონ. ეს იქნება დიალოგის აღდგენა. მოვუწოდებ ივანიშვილსა და მის ყველა პოლიტიკურ ქვეშევრდომს, რომელიც დაამცირა მან, აღადგინონ დიალოგი, დროზე მიიღონ ეს მოდელი და ეს იქნება პირველი ნაბიჯი კრიზისიდან გამოსვლის. თუმცა, ივანიშვილი არაა მზად დიალოგისთვის, სწორედ მან შეწყვიტა დიალოგი, როცა გადააგდო საზოგადოება. დაუბრუნდეს დიალოგს, მიიღოს პროპორციული სისტემა, გზა შეთავაზებული აქვს, ეს იქნება სიტუაციის განმუხტვა და შემდეგ იქნება დიალოგი," - განაცხადა ბოკერიამ.

ამასთან, როგორც ბოკერიამ აღნიშნა, პროტესტი გაგრძელდება.

„ამ ხალხს თუ სურს სპეცრაზმებით ატარონ ბიუროს სხდომები, ვნახოთ როგორ „გაქაჩავენ“. წააგებენ მწარედ. რაც შეეხება ამ პიარ ნაბიჯს, დიალოგი შეწყვიტეს მათ, როცა შეთანხმება დაარღვიეს. აღადგინონ ეს და შემდეგ დაიწყება რთული დიალოგი“, - განაცხადა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა