მამუკა მდინარაძე - ოპოზიცია შეგნებულად და პროვოკაციულად აყენებს  ისეთ მოთხოვნას, რომ მისი თეორიული გათვალისწინების შანსიც კი არ იყოს

შეიძლება ცუდიც იყოს, რომ რაღაც კონკრეტული საკითხი ისე ვერ გადაწყდა, როგორც ეს დააანონსა მმართველმა გუნდმა, მაგრამ ამასთან დაკავშირებული სპეკულაციები, რაც გვესმის, ყოვლად წარმოუდგენელია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მისი შეფასებით, ოპოზიცია ხელისუფლებას ისეთ პროვოკაციულ მოთხოვნებს უყენებს, რომლის თეორიულ გათვალისწინების შანსიც არ არს. მდინარაძემ ამის მაგალითად ოპოზიციის მიერ არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარების მოთხოვნა მოიყვანა.

„შეიძლება ცუდიც იყოს, რომ რაღაც კონკრეტული საკითხი ისე ვერ გადაწყდა, როგორც ეს დააანონსა მმართველმა გუნდმა, უნდა ვიყოთ რეალისტურები, ობიექტურები და ამაზეც უნდა ვისაუბროთ, მაგრამ ამ პოლიტიკური პროცესის გადატანა და ამასთან დაკავშირებული იმგვარი სპეკულაციები, რაც გვესმის, არის ყოველად წარმოუდგენელი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მაგალითად გვთავაზობენ ისეთ რამეს, რასაც ჩიხში შეჰყავს პროცესები. შეგნებულად და პროვოკაციულად აყენებენ ისეთ მოთხოვნას, რომ მისი თეორიული გათვალისწინების შანსიც კი არ იყოს. მაგალითად, გერმანულ მოდელზეა საუბარი და ისინი გვიმტკიცებენ, რომ 150 უდრის 77-ს, გვიმტკიცებენ, რომ გერმანული მოდელი შეესაბამება კონსტიტუციის იმ ჩანაწერს, რომელიც ათწლეულებია მოქმედებს საქართველოში და თურმე შეგვძლებია ამ მოდელით ჩაგვეტარებინა არჩევნები და არ გვცოდნია. საკუთარი მოქალაქეების და იმ ადამიანების, რომლებიც გულწრფელად აპროტესტებენ პარლამეტის გადაწყვეტილებას, ასე სპეკულაციურად მოტყუება არ მგონია სწორი იყოს,“ - განაცხადა მდინარაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს