მამუკა მდინარაძე - არც უნდა შევადაროთ ჩვენი მოქმედებები იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს გულმხურვალედ გამოდიან და თავის დროზე, ზოგი თვითმფრინავის ხმაზე გარბოდა, ზოგი კი - „წითელ ხიდზე“

არც უნდა შევადაროთ ჩვენი მოქმედებები იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს გულმხურვალედ გამოდიან და თავის დროზე, ზოგი თვითმფრინავის ხმაზე გარბოდა, ზოგი კი - „წითელ ხიდზე“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო კონსტიტუციაში პროპოციული საარჩევნო სისტემის ჩაწერა.

„არც უნდა შევადაროთ ჩვენი მოქმედებები იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს გულმხურვალედ გამოდიან, გულზე მჯიღს ირტყამენ და თავის დროზე, ზოგი თვითმფრინავის ხმაზე გარბოდა, ზოგი „წითელ ხიდზე“ გარბოდა და ზოგი საკუთარ მოქალაქეებზე გადაფარების ნაცვლად, ცდილობდა თავისი თავი და ოჯახი გაერიდებინა ამ ქვეყანას. მე შეიძლება ყველაზე არ მქონდეს ამის თქმის უფლება და აღარ გავაგრძელებ მათ ნამოქმედარზე საუბარს. თუ კონსტიტუციაზეა საუბარი, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ვერავინ შეძლო კონსტიტუციის შეცვლა და მასში პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაწერა. ეს გავაკეთეთ ჩვენ,“ - განაცხადა მდინარაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა