გია ვოლსკი - დღეს ამდენი მედია პრინციპულად იქცა „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდისტულ ქვეგანყოფილებად

დღეს ამდენი მედია პრინციპულად იქცა „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდისტულ ქვეგანყოფილებად, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საზოგადოებას მედია არასწორ ინფორმაციას აწვდის.

„თითქოსდა მათი არსებობა ოდესმე იქნებოდა შესაძლებელი პოლიტიკური პროფილით, რომ არა მედია თავისუფლება, რომელიც დღეს არსებობს. ამაზე გავამახვილე ყურადღება იმიტომ, რომ ძალიან დიდი ოდენობით არასწორი ინფორმაცია მიეწოდება ხალხს იმ იმედით, რომ უმეცრება გადააჭარბებს ცოდნას და გამოცდილებას, რომელიც საზოგადოებას გააჩნია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ დღის განმავლობაში ვრცელდებოდა დეზინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს სპეცრაზმმა პარლამენტის შესასვლელები აქციის მონაწილეებისგან მათ გამო გაწმინდა.

„დეზინფორმაციაა, რაზეც კომენტარი ვერ მოვასწარით, რომ ჩვენ თურმე ვინც აქ ვსხედვართ, რომ ბიურო ჩავატაროთ, ხუშტურია და ამისთვის ტარდება სპეცოპერაცია. კონკრეტული გვარებიც იყო მოხსენიებული, თავმჯდომარის, მოადგილის“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო