დიმიტრი ხუნდაძე - ჩვენ, მაჟორიტარებმა  მხარი არ დავუჭირეთ იმ კანონპროექტს, რომელიც საწყისს მისცემდა ქვეყნის გრძელვადიან არასტაბილურობას და ხალხს დააშორებდა პარლამენტს

ჩვენ, მაჟორიტარებმა და არა მხოლოდ მაჟორიტარებმა, არ მივიღეთ იოლი გადაწყვეტილება, როდესაც მხარი არ დავუჭირეთ იმ პარლამენტში განხილულ კანონპროექტს; ვფიქრობ, ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ იმ კანონპროექტს, რომელიც საწყისს მისცემდა გრძელვადიან არასტაბილურობას ჩვენ ქვეყნისას და ასევე ხალხს დააშორებდა საკანონმდებლო ორგანოს, - ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, „პარლამენტი უნდა დააკომპლექტოს ხალხმა და არა ერთკაციანმა და მით უმეტეს, უპასუხისმგებლო პარტიებმა“.

“ვწუხვარ, იმასთან დაკავშირებით, რაც ხდებოდა პარლამენტის წინ, მაგრამ ეს მოსალოდნელი იყო, ჩვენ ამას ველოდით. ამ პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენც. ეს პასუხისმგებლობა უნდა აიღონ იმ ადამიანებმაც, ვინც კარგად ამოცნობადები არიან საზოგადოებისთვის, ყველა დესტრუქციის თუ კრიზისის დროს წინა ხაზზე დგანან და ვფიქრობ, მათი სახეები არ იყო შემთხვევით, რომ ყველა ტელეეკრანზე, ყველა ტელეკომპანიის გადაცემებში ყველა სიუჟეტში ისინი იყვნენ ისევ და ისევ წინა ხაზზე, სამწუხაროდ. ჩვენ, მაჟორიტარებმა და არა მხოლოდ მაჟორიტარებმა, არ მივიღეთ იოლი გადაწყვეტილება, როდესაც მხარი არ დავუჭირეთ იმ კანონპროექტს, რომელიც იქნა პარლამენტში განხილული, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ იმ კანონპროექტს, რომელიც საწყისს მისცემდა გრძელვადიან არასტაბილურობას ჩვენი ქვეყნისას და ასევე ხალხს დააშორებდა საკანონმდებლო ორგანოს. პარლამენტი უნდა დააკომპლექტოს ხალხმა და არა ერთკაციანმა და მით უმეტეს, უპასუხისმგებლო პარტიებმა, რომელსაც იყენებენ სწორედ ის სახეები, რომლებზეც ვისაუბრე, ფაქტიურად, სამალავად. ჩვენ მაჟორიტარები დავიცავთ ამომრჩეველთა პირდაპირი არჩევითობის წესს და ინტერესს და ყველას მოვუწოდებთ იმოქმედონ მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ხოლო ოპოზიციას შევახსენებ და ვურჩევდი, რომ მოემზადონ არჩევნებისთვის, დაიმსახურონ ამომრჩეველთა მხარდაჭერა. მათ არავინ არ ბლოკავს, არავინ ზღუდავს, როგორც დღეს შეეცადნენ დაებლოკათ პარლამენტი“, - განაცხადა ხუნდაძემ.

დეპუტატმა მადლობა გადაუხადა სამართალდამცავ ორგანოებს „ზემაღალი სიზუსტით“ შესრულებული ამოცანისთვის.

„მინდა ასევე მადლობა გადავუხადო სამართალდამცავ ორგანოებს, მათ ზემაღალი სიზუსტით შეასრულეს დღევანდელი ამოცანა, ყოველგვარი დაშავების გარეშე. ნაკაწრიც არ ჰქონდა არც ერთ მოქალაქეს. ჩვენ ყოველთვის დავიცავთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც 2012 წლის შემდეგ მოვიპოვეთ, მაგრამ სახელმწიფოში დაუშვებელია ყოველგვარი კანონდარღვევა, მით უმეტეს რომელიც არის სახელმწიფოს და საზოგადოების უსაფრთხოეების საკითხი“, - განაცხადა ხუნდაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს