რუსი ექსპერტი - ბიძინა ივანიშვილი თავდაჯერებულია და ახერხებს ოპოზიციის აზრის იგნორირებას

ბიძინა ივანიშვილი საკმაოდ თავდაჯერებულია და ბოლო ნახევარ წელიწადში ახერხებს პოლიტიკური პარტიების აზრის იგნორირებას, - ამის შესახებ მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა იუნსტიტუტის კავკასიის პრობლემათა ცენტრისა და რეგიონალური უსაფრთხოების ცენტრის წარმომადგენელმა ნიკოლაი სილაევმა სააგენტო „რია ნოვოსტის“ განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ვითარება საკმაოდ ბუნდოვანია, მაგრამ „ქართული ოცნებისა“ და ზოგადად, ხელისუფლების პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია.

სილაევი არ გამორიცხავს, რომ ქართული ოპოზიციის გამოსვლები გაგრძელდეს.

„მმართველი პარტიის დეპუტატების გადაწყვეტილებამ არჩევნების პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით, ოპოზიციას ძლიერად დაარტყა. მხედველობაში მაქვს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ნამსხვრევები, ასევე ისინი, ვინც უკვე პარლამენტში არიან, მაგრამ სურს თავისი ყოფნის გაზრდა პარლამენტში - ეს არის „პატრიოტთა ალიანსი“. ეს შეეხო იმ პარტიებს, რომლებიც არ არიან პარლამენტში წარმოდგენილი, მაგრამ იქ მოხვედრა სურთ. მაგალითად, ნინო ბურჯანაძე და მისი „დემოკრატიული საქართველო“. ასე რომ, ივანიშვილმა ბევრ ადამიანს დაუნგრია გეგმები“, - განაცხადა ექსპერტმა.

მანვე ეჭვი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ დღევანდელი დაშლის შემდეგ, ოპოზიცია ისევ გაერთიანდება. მისი თქმით, საკითხი, რამდენად შეძლებს ოპოზიცია კონსოლიდირებულად გამოსვლას - ღიად რჩება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო