რომან კაკულია - ინფორმაცია, რაც ვრცელდება მოლოტოვის კოქტეილებზე,  მინდა, რომ დაზუსტდეს - თუ არის საუბარი იმ ტომრებში არსებულ „მოლოტოვის კოქტეილზე“ და  ჩაქუჩებზე, ეს ცვლის ყველაფრის სურათს

წლებია ამ ყველაფერს ვუყურებთ, კარგი ის არის, რომ დამთავრდა ეს ყველაფერი ყოველგვარი მსხვერპლისა და გართულების გარეშე, თუმცა, ქართველები ერთმანეთის საწინააღმდეგოდ ძნელი სანახავია მაინც“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა რომან კაკულიამ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა განვითარდება მაშინ, როდესაც ქართველები ერთ მხარეს დადგებიან.

„დაუზუსტებლად არ მინდა გავაჟღერო, დღევანდელ დღეს შეფასებები გაკეთდება და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, მაგრამ ის ინფორმაცია, რაც ვრცელდება „მოლოტოვის კოქტეილებზე“ მინდა, რომ დაზუსტდეს, რომ ხვალისთვის ეს ინფორმაცია გვქონდეს. თუ ამასაც ჰქონდა ადგილი, ეს ძალიან ართულებს სიტუაციას. თუ არის საუბარი იმ ტომრებში არსებულ „მოლოტოვის კოქტეილზე“, ჩაქუჩებზე და სხვა რაღაცებზე, ეს ცვლის ყველაფრის სურათს და ძალიან არ მინდა ასე იყოს“,- განაცხადა კაკულიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს