დავით უსუფაშვილი - რამდენიმე ელჩმა პირდაპირ მითხრა, ასეთი რამ ჩვენს ქვეყანაში რომ მომხდარიყო, უმრავლესობა დაიშლებოდა, რადგან მნიშვნელოვანი დანაპირები ვერ შეასრულეს

ყველა არის გაოცებული, აღშფოთებული და გაკვირვებული, როგორ მოხდა ხელისუფლების მხრიდან ასეთი ცვლილება და დანაპირების არ შესრულება, - ამის შესახებ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ „შენების" მოძრაობის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დიპლომატებისთვის ყველა ტიპის პროტესტი უნდა იყოს კანონის ჩარჩოში.

„მთელი ეს დღეები მივმართავთ თალაკვაძესა და სხვებს, რომ დიალოგი შედგეს ე.წ. გერმანული მოდელთან დაკავშირებით, რომელიც არის გამოსავალი ყველასთვის. ხელისუფლებამ დღეს გამოაცხადა, რომ დაკეტა თემა და ახლა ცდილობს როგორმე მთელი ოპოზიციური სპექტრი წარმოაჩინოს კანონდამრღვევ ბანდიტებად“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, მონდომების შემთხვევაში, სამ კვირაში „გერმანული მოდელის“ ცვლილებები შეიძლება იყოს კოდექსში იურიდიულ ძალაში შესული.

„ე.წ. გერმანული მოდელის შინაარსის გარდა, ფორმას აქვს დიდი მნიშვნელობა, 76 ხმა რომ არის საჭირო. რამდენიმე ელჩმა პირდაპირ მითხრა, ასეთი რამე რომ მომხდარიყო ჩვენს ქვეყანაში, უმრავლესობა დაიშლებოდა, რადგან მათ მნიშვნელოვანი დანაპირები ვერ შეასრულა“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ახალს არაფერს ითხოვენ, ითხოვთ მმართველი გუნდის მიერ ნათქვამი სიტყვების შესრულებას.

„ამ შესრულების გზაც ჩვენ მოვუტანეთ ე.წ. გერმანული მოდელი. ეს არის უნიკალური შემთხვევა, როცა ოპოზიციამ მოიფიქრა გამოსავალი. სწორედ „გერმანული მოდელი“ იყო ივანიშვილისთვის აბსოლუტური მოულოდნელობა“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა