დავით ბერძენიშვილი - ალყაში მოქცეული პარლამენტი ხელისუფლების მხრიდან ძალის დემონსტრირებას ნიშნავდა და არა გასასვლელების გათავისუფლებას

ალყაში მოქცეული პარლამენტი ხელისუფლების მხრიდან ძალის დემონსტრირებას ნიშნავდა და არა გასასვლელების გათავისუფლებას,- ამის შესახებ თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის სამმართველოსთან მისვლის შემდეგ, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დროს დაკავებული ზუკა ბერძენიშვილის მამამ, დავით ბერძენიშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, თაბუკაშვილის სამმართველოში ამ დროისთვის 10-ზე მეტი ადამიანია გადმოყვანილი, მათი მეორე ნაწილი კი კრწანისის სამმართველოში იმყოფება.

„გამორიცხული და მოულოდნელი ამ ხელისუფლებისგან უკვე არაფერი არ არის. 20-21 ივნისის ღამისგან განსხვავებით, ჯერჯერობით 7-8 საათი არ დასდევენ ადამიანებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ძალის გადამეტება მაინც არის, იმიტომ, რომ რუსთაველის წინა მხრიდან პარლამენტში შესასვლელი არ არის, არანაირი ბლოკირება არ ყოფილა წინ და ადამიანები იქ მაინც დააკავეს.

10-ზე მეტი ადამიანია აქ გადმოყვანილი. დეტალებზე ინფორმირებული არ ვარ, მაგრამ როდესაც ისინი ამბობენ, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა იყო ე.ი. არანაირი არგუმენტი მათ არ აქვთ“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა