აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ინფორმაციით, ზურაბ ჯაფარიძე გაათავისუფლეს

"გირჩის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე გათავისუფლდა. ამის შესახებ აქციის ორგანიზატორმა ნოდარ რუხაძემ ცოტა ხნის წინ პარლამენტის წინ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"მინდა გითხრათ სასიხარულო ამბავი, ზურა ჯაფარიძე თავისუფალია", - განაცხადა რუხაძე.

არსებული ინფორმაციით, პარლამენტთან დღეს მოძრაობა „სირცხვილიას“ ლიდერები - გიგა მაქარაშვილი და ზუკა ბერძენიშვილი, ასევე „გირჩის“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე დააკავეს.

„ინტერპრესნიუსი“ აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში ინფორმაციას არც უარყოფდნენ და არც ადასტურებდნენ.

შეგახსენებთ, პარლამენტთან მიმდინარე აქცია სპეცრაზმმა სპეციალური ტექნიკის დახმარებით დაშალა. რუსთაველის გამზირი გაწმენდილია კარვებისგან. სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ რამდენჯერმე წყლის ჭავლი გამოიყენა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს