იტალიის ელჩი - პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით შეფერხება ქმნის იმედგაცრუებას და იწვევს უნდობლობას - თუმცა ოპოზიციის ქმედებები უნდა დარჩეს კანონის ჩარჩოებში

ოპოზიციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ, იტალიის ელჩმა საქართველოში ანტონიო ბარტოლიმ განაცხადა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შეფერხება იწვევს იმედგაცრუებასა და უნდობლობას.

„ჩვენ მოვისმინეთ ოპოზიციის მოსაზრებები, მათი უმრავლესობა საუბრობს პოლიტიკურ იმედგაცრუებაზე, რომ უმრავლესობამ არ შეასრულა პირობა, ჩაეტარებინათ პროპორციული არჩევნები. ჩვენ ვერ ვუკარნახებთ საქართველოს პოლიტიკურ ძალებს, როგორი საარჩევნო სისტემა მოერგება ქვეყანას, ეს მათი სუვერენული არჩევანია. თუმცა, ჩვენ და მე ჩვენში ვგულისხმობ საერთაშორისო თანამეგობრობას, აღვნიშნეთ, რომ პროპორციულ სისტემაზე არსებობდა ფართო კონსენსუსი და აშკარაა, რომ მსგავსი შეფერხება ქმნის იმედგაცრუებას და იწვევს უნდობლობას. თუმცა ჩვენ ასევე აღვნიშნეთ, რომ ოპოზიციის ქმედებები უნდა დარჩეს კანონის ჩარჩოებში“, - განაცხადა ელჩმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო