ელენე ხოშტარია - აჩიკო თალაკვაძევ, პირობას გაძლევ, მაგ ბოქლომს ჩემი ხელით დაგაჭერინებ ხელში

აჩიკო თალაკვაძევ, მართლა რომ დაგიჯერებია, რომ რაღაცის თავმჯდომარე ხარ, მაგ ბოქლომის ჭერა ბევრჯერ მოგიწევს, ჩემი ხელით დაგაჭერინებ ხელში, პირობას გაძლევ, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ელენე ხოშტარიამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს, რომელმაც დღეს ბიუროს სხდომაზე ის ბოქლომი და ჯაჭვი მიიტანა, რომელიც პარლამენტის ჭიშკარზე აქციის მონაწილეებმა დაკიდეს.

ხოშტარიას განცხადებით, „დღეს ხელისუფლება იყო უსუსური, მარტოდ დარჩენილი და საცოდავი, რომელმაც ძალის დემონსტრირებისთვის შოუ მოაწყო“.

მან ასევე ისაუბრა აქციის დაშლისას დაკავებულებზე და აღნიშნა, რომ მათი სასამართლო ხვალ გაიმართება, სადაც აქტივისტები აუცილებლად მივლენ.

„თაბუკაშვილის განყოფილებაში არის 13 ადამიანი, 4 ადამიანი ხელიდან გამოვტაცეთ პოლიციას, აქედან ორი არასრულწლოვანი პირდაპირ პოლიციის მანქანიდან და დამფრთხალმა პოლიციამ ვერც ვერაფერი ქნა, სამი ადამიანია კრწანისში და ხვალ დილით იქნება მათი სასამართლო. აუცილებლად უნდ ამივიდეთ და ვანახოთ, ბიძინა ივანიშვილს, რომ დაჭერით კი არა, ვერაფრით ვერ შეგვაშინებს, რამდენჯერაც ამ მასკარადს მოგვიწყობს. ეს რა მასკარადი იყო, ჩააცვა რაღაცები, ნიღბები დააფარა და რა ჰგონია, რომ რამე დაგვამხობს ჩვენ? ბიძინა, პირდაპირ გეუბნები, პიკეტირებაც იქნება, ბლოკირებაც, გადაკეტვაც იქნება და შენი წასვლაც იქნება. თქვენ უნამუსოებო, დაპატიმრებული ხალხი გვყავს ცხინვალში და ვის ებაქიბუქებით აქ, რუსთაველზე? ფეხებს ვერ მოგვჭამთ. ჩვენ არა თუ გაჩერებას არ ვაპირებთ, ძალიან მტკიცედ გაგაცნობთ ჩვენს ყველა გეგმას და გავაგრძელებთ ისეთივე შემართებით, როგორც გავატარეთ გუშინდელი ღამე“, - განაცხადა ხოშტარიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს