გიგა მაქარაშვილი, ზუკა ბერძენიშვილი და ბექა ბასილაია დიღმის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს

თაბუკაშვილის საპატრულო პოლიციის სამმართველო „გირჩის“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ ხელწერილის საფუძველზე დატოვა. დაკავებულთა დანარჩენი ნაწილი დიღმის პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. მათ შორის არიან აქციის ორგანიზატორები: გიგა მაქარაშვილი და ზუკა ბერძენიშვილი, ასევე ადვოკატი ბექა ბასილაია.

,,დაკავების ოქმში რაც ჩაწერეს, არის იგივე მუხლები, რისთვისაც არაერთხელ ვყავარ დაკავებული. დამაკავეს 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც ხულიგნობასა და დაუმორჩილებლობას გულისხმობს, ეს დაკავება ცალსახად პოლიტიკურია. ჩვენ ვახდენდით ჩიტაძის ქუჩაზე პარლამენტის წინა შესასვლელის პიკეტირებას, როდესაც დაიძრა სპეცრაზმი და დავსხედით ქვაფენილზე, სპეცრაზმმა დაიწყო ჩვეულებრივი გადავლა, რა დროსაც მე ვეხმარებოდი ადამიანებს ფეხზე წამოდგომაში. ამის შემდეგ ერთადერთი რისი საშუალებაც იყო, ფიზიკური ძალით დაგვეკავებინა სპეცდანიშნულების რაზმი, რომ ადამიანები არ გაეჭყლიტათ, რასაც მეც ვაკეთებდი - პირადად ვაკავებდი ერთ-ერთ სპეცრაზმელს. გამათავისუფლეს ხელწერილით ალბათ იმიტომ, რომ პოლიტიკური ფიგურა ვარ, მეეჭვება დაკავებულების დანარჩენი ნაწილი დღეს გაანთავისუფლონ, მათ ალბათ, წინასწარი დაკავების იზოლატორში მოუწევთ ღამის გატარება. დამაწერინეს ხელწერილი, თუ საგამოძიებო ორგანოები დამიძახებენ გამოვცხადდები," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა