მესტიაში, ეცერისა და ცხუმარის ტყეებში ხანძარია

მესტიაში, ცხუმარისა და ეცერის ტყეებში ხანძარია. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სტიქიის ზონაში დღეს, დილიდან, 45 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. ცხუმარის რწმუნებულის თამაზ ხეცურიანის ინფორმაციით, ცეცხლი ლოკალიზებულია, თუმცა დარჩენილია კერები. მისივე თქმით, დამწვარია დაახლოებით 3-4 ჰექტრამდე ტყის საფარი.

რაც შეეხება, ეცერს. სოფლის რწმუნებულის განცხადებით, აქ ტყის საფარი 5-6 ჰექტრამდეა დამწვარი. როგორც სოფლის რწმუნებულები ამბობენ, ცეცხლი, ძირითადად გამხმარ ფოთლებს უკიდია.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდება. ძლიერი დაკვამლიანებისა და რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ხანძრის ქრობის პროცესი გართულებულია. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ხანძარი წუხელ ღამით გაჩნდა.

ხანძრის კერები რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული დასახლებული ადგილიდან და ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა