ბექა ბასილაია - ჩემი და ჩემთან ერთად მებრძოლი ადამიანების დაკავება არის პოლიტიკური აქტი

ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, როგორც მისი, ასევე მასთან ერთად მებრძოლი პირების დაკავება პოლიტიკური აქტია. როგორც ჟურნალისტებთან ბექა ბასილაიას ადვოკატმა გიორგი ონიანმა განაცხადა, მან ძველი თბილისის სამმართველოში არსებულ პოლიციის შენობაში 12-მდე ადამიანი მოინახულა.

„დაახლოებით, 10-12 ადამიანი მოვინახულე, მათ შორის, ადვოკატი ბექა ბასილაია. ამ ადამიანების სათქმელი ერთ ფურცელზე დაწერეს და მთხოვეს საზოგადოებისთვის გამეცნო. ბექა ბასილაია წერს: ჩემი და ჩემთან ერთად მებრძოლი ადამიანების დაკავება არის პოლიტიკური აქტი, ვინაიდან ჩვენ ვაპროტესტებდით ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მთავრობის მიერ ხელისუფლების უზურპაციის გეგმას და ამ პროცესში დაგვაკავეს, ჩვენ გავიმარჯვებთ. ეს არის ამ ადამიანების სათქმელი. არანაირი სხვა დამოკიდებულება ამ ადამიანებს არ აქვთ. რა თქმა უნდა, საერთოდ არ მსჯელობენ იმ ნიუანსებზე, იყო თუ არა რაიმე სახის გადაცდომა, ვინაიდან ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ეს ბრძოლა ბევრად უფრო მაღალი ლეგიტიმაციის არის, ვიდრე საუბარი იმაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის რაღაც ნაწილი იქნა თუ არა, ამ ადამიანების მიერ დარღვეული“, - განაცხადა ონიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო