"სირცხვილიას" ლიდერების გადაწყვეტილებამ, რომ პარლამენტთან აქცია დღეს დასრულებულიყო, აქციის მონაწილეთა ნაწილმა გააპროტესტა

პარლამენტთან, მოძრაობა "სირცხვილიას" ლიდერების გადაწყვეტილებამ, რომ აქცია დღეს დასრულებულიყო და პროტესტი ხვალ, 19:00 საათზე გაეგრძელებინათ, აქციის მონაწილეების ნაწილში პროტესტი გამოიწვია.

როგორც ერთ-ერთმა აქტივისტმა, დიმიტრი ლიპარტელიანმა განაცხადა, ის თავის მეგობრებთან ერთად, მთელი ღამის განმავლობაში აპირებს დარჩენას. მისივე თქმით, ისინი კარვის მიტანას და კასრებში ცეცხლის დანთებას კვლავ აპირებენ. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ისინი აქციის დაშლის მომხრე არიან, თუმცა ვისაც სურვილი აქვს, შეუძლიათ ღამე გაათენონ.

პარლამენტთან ვადამდელი პროპორციული არჩევნების მოთხოვნით გამართული აქცია დასრულდა. მოძრაობა "სირცხვილიას" წარმომადგენლები 19 ნოემბერს, 10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მისვლას აპირებენ, რათა აქციის დარბევისას დაკავებულ აქტივისტებს მხარდაჭერა გამოუცხადონ. ამასთან, როგორც აქციის ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ხვალ, 19:00 საათზე, პარლამენტთან აქცია განახლდება, მანამდე კი აქციის მონაწილეები ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად სამოქმედო გეგმას დასახავენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს