მაიკლ კარპენტერი - მმართველმა პარტიამ გააკეთა ცინიკური გათვლა იმაზე, რომ მას შეუძლია უკან წაიღოს პირობა და ის, რომ საჭირო ხმათა უზრუნველყოფა არ მოხდა, პარტიაში უთანხმოებით ახსნას

მმართველმა პარტიამ, როგორც ჩანს, გააკეთა ძლიერ ცინიკური გათვლა იმაზე, რომ მას შეუძლია უკან წაიღოს საკუთარი პირობა და ის, რომ საჭირო ხმათა უზრუნველყოფა არ მოხდა, პარტიის შიგნით არსებული უთანხმოების მიზეზით ახსნას, - ამის შესახებ "დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის პენ ბაიდენის ცენტრის" მმართველი დირექტორი მაიკლ კარპენტერი აცხადებს. კარპენტერის კომენტარს „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.

კარპენტერი თბილისში დღეს განვითარებულ მოლენებს აფასებს და ამბობს, რომ ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებას, ამავე დროს კი სამოქალაქო ჯგუფებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა მისცენ პარლამენტს მუშაობის შესაძლებლობა.

"ეს არის დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპები, მაგრამ ამის მისაღწევად დიალოგია აუცილებელი", - დასძენს კარპენტერი.

მკვლევარი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თაობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მისი აზრით, ეს თავის დროზე ძალიან გონივრული წინადადება იყო და მმართველმა პარტიამ კიდევ ერთი კენჭისყრა უნდა ჩაატაროს. პარტიის ლიდერებმა კი ამ თემაზე საჯაროდ მოითხოვონ პარტიის ერთსულოვნება.

"ქართული საზოგადოების პოლარიზება პირდაპირ საქართველოს მტრების სასურველ როლს თამაშობს, მათ აძლევს ხელს და ქმნის ატმოსფეროს, რომელშიც მომავალ წელს დემოკრატიული არჩევნების ჩატარება რთულდება", - ამბობს "ამერიკის ხმასთან" საუბარში მაიკლ კარპენტერი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო