IRI-ის გამოკითხის მიხედვით, ინსტიტუტების რეიტინგში არმია ლიდერობს 86%-ით, მეორეზეა ეკლესია - 85%, მესამეზე კი ქართული მედია - 72%

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გამოკითხის მიხედვით, ისტიტუტების რეიტინგში არმია ლიდერობს 86%-ით, მეორეზე ეკლესია - 85%, მესამეზე კი ქართული მედია - 72%

დანარჩენი ადგილები ასე გადანაწილდა. პოლიცია - 59%; საჯარო განათლება - 51%; ადგილობრივი ხელისუფლება - 46%; მთავრობა - 37%; ცენტრალური საარჩევნო კომისია - 36%; პრემიერ მინისტრის ოფისი - 34%; პოლიტიკური პარტიები - 28%; გუბერნატორები - 27%; პროკურატურა - 27%; ეროვნული ბანკი - 27%; პრეზიდენტის ოფისი - 27%; სასამართლო - 27%; პროფკავშირები - 27%.

IRI-ის ინფორმაციით, წინამდებარე კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევა განხორციელდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით რესპოდენტების საცხოვრებელ სახლებში. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მაცხოვრებელმა, 18 წლის ასაკიდან. შერჩევა არის წარმომადგენლობითი და ზუსტად ასახავს საქართველოს მთლიან მოსახლეობას ასაკის, სქესის, რეგიონისა და სიდიდის გათვალისწინებით. გამოყენებული იქნა მრავალსაფეხურიანი ალბათობის მეთოდი, შემთხვევითი მარშრუტისა და შემდგომი დაბადებისდღის მქონე რესპოდენტის შერჩევის კრიტერიუმით.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა