მაიკ პომპეო - მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლებების არსებობა საერთაშორისო კანონს არ ეწინააღმდეგება

აშშ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ებრაული დასახლელების მიმართ პოზიციას ცვლის და აცხადებს, რომ მათი არსებობა საერთაშორისო კანონმდებლობასთან შეუსაბამობაში არ არის, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ დასავლეთ სანაპიროს სტატუსი ებრაელებმა და პალესტინელებმა მოლაპარაკებების შედეგად უნდა განსაზღვრონ.

„იურიდიული დებატების ორივე მხარის ყურადღებით შესწავლის შემდეგ, აშშ-მ მიიჩნია, რომ დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლელების დაარსება, არსობრივად არ ეწინააღმდგება საერთაშორისო კანონს,“ განაცხადა მაიკ პომპეომ.

მისივე განმარტებით, იმის მტკიცებამ, რომ ამ დასახლებების დაფუძნება საერთაშორისო კანონმდებლობასთან შეუსაბამობაშია, „ვერ იმუშავა“ და „ხელი ვერ შეუწყო მშვიდობის დამყარებას.“

პალესტინის მხრიდან მოლაპარაკებების შუამავალმა საებ ერეკატმა განაცხადა, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება რისკს უქმნის „გლობალურ სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და მშვიდობას“ და საერთაშორისო კანონმდებლობის „ჯუნგლების კანონით“ ჩანაცვლების საშიშროებას აჩენს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნათანიაჰუმ კი აღნიშნა, რომ აღნიშნულ დასახლებებთან დაკავშირებით აშშ-ის პოლიტიკის შეცვლამ „ისტორიული შეცდომა გაასწორა“ და მსგავსი ნაბიჯის გადადგმისკენ სხვა ქვეყნებსაც მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ ებრაული დასახლებების საკითხი ებრაელებსა და პალესტინელებს შორის არსებული ერთ – ერთი ყველაზე სადავო საკითხია. ისრაელს მდინარე იორდანიის დასავლეთ სანაპირო 1967 წლიდან აქვს ოკუპირებული. დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში მდებარე 140-მდე დასახლებაში დაახლოებით 600,000 ებრაელი ცხოვრობს. საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული დასახლებული პუნქტები არალეგალურად ითვლება, თუმცა ისრაელი ამ პოზიციას არ ეთანხმება.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით