იორდანიის საგარეო მინისტრი - ებრაულ დასახლებებთან დაკავშირებით აშშ-ის პოზიციის შეცვლას სახიფათო შედეგები ექნება

იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აიმან საფადი აცხადებს, რომ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ებრაულ დასახლებებთან დაკავშირებით აშშ-ის პოზიციის ცვლილებას ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესის აღდგენის თვალსაზრისით „სახიფათო შედეგები“ ექნება.

საფადი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე ებრაული დასახლებები უკანონოა და კლავს ორ ქვეყანას შორის არსებული კონფლიქტის მოგვარების შესაძლებლობას.

შეგახსენებთ, აშშ-მ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ებრაული დასახლელების მიმართ პოზიცია შეიცვალა. სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ აღნიშნული დასახლებების არსებობა საერთაშორისო კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება.

ზაალ ანჯაფარიძე - შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, რაც გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2020
ვიქტორ ყიფიანი - შავი ზღვის რეგიონისადმი დასავლეთის მიდგომა ოპერატიულად გადახედვასა და მისადაგებას საჭიროებს
ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - ყაზახეთის მიღწევა: პირველი პრეზიდენტის ნ. ნაზარბაევის როლზე (R)
თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება
როგორ ვლინდება ლაქტოზის აუტანლობა და რით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ცხოველური რძე ბავშვთა კვებაში?
მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს
„მზადება ზაფხულისთვის“  (R)
"პროკრედიტ ბანკმა" საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა