დიმიტრი მედოევის განცხადებით, იტალიელ იურისტებთან შეხვედრებს მართავს, რათა მათ „ოსი ხალხის გენოციდის საკითხზე სამხრეთ ოსეთის ინტერესები დაიცვან“

ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი „ევროპული ტურნეს“ ფარგლებში შეხვედრებს იტალიაში მართავს. „სპუტნიკ-ოსეთიას“ ცნობით, შეხვედრების მთავარი განსახილველი თემა საქართველოს მხრიდან 1920-იან წლებში განხორციელებული „ოსი ხალხის გენოციდია“.

ე.წ. მინისტრის თქმით, ის შეუთანხმდა იტალიელ იურისტებს, რომ მიიღებენ სათანადო დოკუმენტებს და მასალებს იურიდიული ანალიზისთვის, რათა საქმე საერთაშორისო სამართლის შესაბამისობაში მოვიდეს. მედოევის თქმით, საქმე ეხება „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ 1919-1920 წლებში ოსი ხალხის გენოციდს“.

მისივე თქმით, „იტალიელ იურისტებს შეუძლიათ სამხრეთ ოსეთის ინტერესები დაიცვან საერთაშორისო ინსტანციებში“.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო