ხატია დეკანოიძე - საქართველოში მყარდება ძალიან დიდი და მყარი რესურსის მქონე დიქტატურა

რეალურად უნდა ითქვას, რომ საქართველოში მყარდება ძალიან დიდი და მყარი რესურსის მქონე დიქტატურა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

დეკანოიძე აქციის დაშლისას დაკავებულთა მხარდასაჭერად სასამართლოში მივიდა.

მისი თქმით, ქვეყანამ მიიღო ახალი რეალობა, რომელშიც ივანიშვილის პოლიტპატიმრების რაოდენობა იზრდება.

“გუშინ დააკავეს რამდენიმე აქტივისტი და აქციის ორგანიზატორი, ასევე დააკავეს გიორგი რურუა, რომელსაც ედავებიან იარაღის უკანონოდ შენახვას ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე. ჯერ უცნობია, როდის გაიმართება გიორგის სასამართლო.

ამიტომ ჩვენ მივიღეთ ახალი რეალობა საქართველოში, როდესაც პოლიტიკური პატიმრების რაოდენობა იზრდება და ეს პოლიტპატიმრები არიან ივანიშვილის პატიმრები, რომლებსაც საერთაშორისო პრესამ უწოდა “მინდა პუტინი ვიყო”. შესაბამისად, ჩვენი გეგმები არ იცვლება, დღეს იქნება ისევ ოპოზიციური პარტიების შეკრება, კოორდინაცია სამოქალაქო სექტორთან და საღამოს 19:00 საათზე გაიმართება აქცია. ასევე, გაგრძელდება პროტესტის ძალიან ბევრი ფორმა და ჩვენი მოთხოვნებიც არ შეიცვლება - ესაა ვადამდელი პროპორციული არჩევნები. მე არასდროს ვენდობი ამათ მართლმსაჯულებას, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ გათავისუფლდებიან ახალგაზრდები და ასევე, დიდი იმედი მაქვს, რომ კეთილგონიერება ეყოფა სასამართლოს გიორგი რურუას შემთხვევაშიც”, - განაცხადა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, 18 ნოემბერს, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს 37 ადამიანი დააკავეს, მათ შორის არიან ადვოკატი ბექა ბასილაია, მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზატორები - გიგა მაქარაშვილი და ზუკა ბერძენიშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო