ვახტანგ ძაბირაძე - ივანიშვილის ხელისუფლება დათმობაზე არ წამოვა - ამისთვის ისეთი მძლავრი უნდა იყოს საპროტესტო ტალღა, როგორიც იყო 2003 ან 2012 წლებში

ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება დათმობაზე არ წამოვა. ამისთვის იმდენად მძლავრი უნდა იყოს საპროტესტო ტალღა, როგორიც იყო 2003 წლის ნოემბერში, ან 2012 წლის ოქტომბერში,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტიკის ექსპერტმა, ვახტანგ ძაბირაძემ განუცხადა.

მისი შეფასებით, ოპოზიციური პარტიების ერთი მიზნის ქვეშ გაერთიანება სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა, მათ კოორდინირებული მოქმედებები აკლიათ, „ხელისუფლება კი, საკმაოდ ჭკვიანურად მოქმედებს“.

„გუშინდელმა დღემ აჩვენა ის, რომ ხელისუფლებამ მოახდინა ძალის დემონსტრირება და გააგრძელა ის პოლიტიკა, რაც ჰქონდა 20-21 ივნისს. გზავნილი ასეთია - ისინი გამოიყენებენ ძალას, როცა საჭიროდ ჩათვლიან.

ხელისუფლებამ გუშინ მიტინგი არ დაარბია, გაწმინდა. კი ბატონო, დაშავდნენ ადამიანები, მაგრამ გარეგნულად როგორ გამოიყურებოდა ეს ყველაფერი? არ ვიცი ვინ აძლევს ამ რეკომენდაციებს, მაგრამ საკმაოდ ჭვიანურად მოქმედებს ხელისუფლება, რათა არ შეიქმნას აზრი, რომ ის მიტინგებს არბევს.

ხელისუფლება ვერ გრძნობს საფრთხეს, ოპოზიცია ამას უნდა მიხვდეს და უნდა დაიწყოს გეგმაზომიერი მუშაობა იმისთვის, რომ მოსახლეობაში შექმნას სხვა რეალობა. იმით, რაც რუსთაველზე კეთდება, ეს არ შეიქმნება. პერმანენტული აქციები თუ გაგრძელდა, მას ექნება ისეთივე დასასრული, როგორიც ჰქონდა 2009 წელს. დღევანდელი ოპოზიციის ლიდერები ხელისუფლებაში იყვნენ იმ დროს და უნდა ხვდებოდნენ ამას.

ვერ გეტყვით, რამდენად შეძლებს ოპოზიცია და მათი დღევანდელი ლიდერები რაიმეს შეცვლას, მაგრამ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი, ჯამურ ამომრჩეველს ვგულისხმობ, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ დროშის ქვეშ არ გაერთიანდება, ესეც უნდა გაითვალისწინოს ოპოზიციამ, რომ შედეგი მიიღოს,“- აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა