ხათუნა სამნიძე - ივანიშვილმა დაინახა, რომ ოპოზიციური პარტიების ჯამური მხარდაჭერა მის მხარდაჭერას აღემატება და სწორედ ამან ჩააგდო პანიკაში

ბიძინა ივანიშვილმა დაინახა, რომ ოპოზიციური პარტიების ჯამური მხარდაჭერა აღემატება მის მხარდაჭერას და სწორედ ამან ჩააგდო ის პანიკაში, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა ხათუნა სამნიძემ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ კვლევის შედეგების შეფასებისას განაცხადა.

როგორც სამნიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ყოველდღიურად იკლებს.

„როგორც ცნობილია, არა IRI-ს, არამედ შიდა კვლევების საფუძველზე „ქართულ ოცნებას” ეს ინფორმაცია ჰქონდა. ბიძინა ივანიშვილმა კარგად დაინახა, რომ მას არავითარი მხარდაჭერა არ აქვს. ეს მხარდაჭერა იკლებს, „ოცნება“ ყოველდღიურად კარგავს ნდობას. ივანიშვილმა ნახა, რომ ოპოზიციური პარტიების ჯამური მხარდაჭერა აღემატება მის მხარდაჭერას და სწორედ ამან ჩააგდო ის პანიკაში, უკან წაიღო დანაპირები და არ შეასრულა პროპორციული არჩევნების თაობაზე გაკეთებული ძალიან სერიოზული დაპირება, როგორც ქართული საზოგადოების, ასევე საერთაშორისო საზოგადოების მიმართ“, - განაცხადა სამნიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ენდობა თუ არა „ქართული ოცნება” აღნიშნული კვლევის შედეგებს, სამნიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ დიდი ხანია, არც კვლევებს და არც ქართულ საზოგადოებას არ ენდობა.

ცნობისთვის, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 23% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ - 15%, „ევროპულ საქართველო - თავისუფალ დემოკრატებს“ - 5%, „ლეიბორისტულ პარტიას“ კი ასევე 5%; 4% ხმას მისცემდა "პატრიოტთა ალიანსს". 3% ხმას „სამოქალაქო მოძრაობას“ მისცემდა, „ახალი საქართველოს“ - 2%, „დემოკრატიული მოძრაობა -ერთიანი საქართველოს“ - 3%, „ლელოს“ - 2%, „გირჩს“ - 1%, „შენების მოძრაობას“ - 1%.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო