“სირცხვილიას” ერთ-ერთი ორგანიზატორი - პიკეტირება გაგრძელდება, ჩვენ ბრძოლის ბოლო ფაზაში ვართ, დაგველოდოს ბიძინა ივანიშვილი

“პიკეტირება გაგრძელდება, ჩვენ ვართ ბრძოლის ბოლო ფაზაში და დაგველოდოს ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება”, თუ როდის რას და სად გავაკეთებთ, რადგან აუცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს, რისი პირობაც დავდეთ”,- ამის შესახებ “სირცხვილიას” ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნოდარ რუხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აქციის ორგანიზატორები დღეს, 19:00 საათზე დაგეგმილ აქციაზე თავიანთი გეგმების შესახებ ისაუბრებენ.

„ერთი რამ ცხადია, ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ. გუშინ ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გამოგვიწვია, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიღებთ ამ გამოწვევას. ყველაფერს გავაკეთებთ რაც იქნება საჭირო და შეგატყობინებთ ჩვენი გეგმების შესახებ. ძალიან მალე იქნება მთავრობის სხდომა, მალე იქნება ბიუჯეტის მორიგი განხილვა, მალე იქნება სესია, საქართველოს პარლამენტის წევრებს კვლავ მოუწევთ პარლამენტის შენობაში შესვლა და ვნახავთ, როგორ მოახერხებენ”,- განაცხადა რუხაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა