ელენე ხოშტარია - ეს იყო შეშინებული ივანიშვილის სპექტაკლი - კიდევ უფრო შემართებით გამოვალთ, კიდევ უფრო მეტ პიკეტირებას მოვაწყობთ, უფრო მეტი ბოქლომის დაჭერა მოუწევთ ხელში

„კიდევ უფრო შემართებით გამოვალთ, კიდევ უფრო მეტ პიკეტირებას და ბლოკირებას გავაკეთებთ, უფრო მეტ პროტესტს მიიღებენ და კიდევ უფრო მეტი ბოქლომის დაჭერა მოუწევთ ხელში”,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება, რომელსაც ბიუროს ჩასატარებლად სპეცრაზმის გამოყვანა სჭირდება, დამთავრებულია.

“აბსოლუტური სისულელე იყო გუშინ როგორც სპეცრაზმის გამოყვანა, ასევე ამ ადამიანების დაკავება, ამის არანაირი საჭიროება არ იყო. ეს იყო შეშინებული ივანიშვილის სპექტაკლი. გუშინ, ბიუროზე,ჟურნალისტებიც არ შეუშვეს, შეიკეტნენ ოთახში, ჩვენც არ შეგვიშვეს. 5 წუთით ადრე გვითხრეს სია გამომიგზავნეთო, ვითომ ახლა თალაკვაძის მოწვევა გვჭირდებოდეს პარლამენტში, მაგას საკუთარი სახლი ჰგონია ეტყობა. შეიკეტნენ და რაღაც შოუ დადგეს ბოქლომით. ბევრჯერ მოუწევთ იმ ბოქლომის დაჭერაც, პიკეტირებაც და თუ ასე აპირებენ, რომ სპეცრაზმი კვირაში ერთხელ გამოიყვანონ ქალაქში, მათი გადასაწყვეტია, მე ვწუხვარ, რომ ამ ბიჭებს ასე აწვალებენ”,- განაცხადა ხოშტარიამ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, აპირებენ თუ არა დათანხმდნენ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შეთავაზებულ კონსტრუქციულ რეჟიმში დიალოგს , ხოშტარიამ ასე უპასუხა : „რა ფასი აქვს “ქართული ოცნების” და კონკრეტულად, არჩილ თალაკვაძის სიტყვას? მითხარით, რა ღირს მისი სიტყვა? ნული. რა დიალოგზე ლაპარაკობს ? პროპორციულ არჩევნებს შეპირდა ადამიანებს და ახლა ჩამწკრივდნენ და იძახიან, რომ არა, არ ვაპირებდითო. მათ სიტყვას ფასი არ აქვს! კონსტრუქციული დიალოგი კი არა, დააბრუნონ პროპორციული არჩევნები, ამას დიალოგი არ სჭირდება და მოემზადონ წასასვლელად, სხვა სალაპარაკო მაგათთან ჩვენ არ გვაქვს, სპეცრაზმით თუ გველაპარაკება, კიდევ უარესი”,- განაცხადა ხოშტარიამ.

მან ასევე შეაფასა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგები და აღნიშნა, რომ 23% ხელისუფლებას და ორჯერ მეტი რაოდენობა ოპოზიციას, იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება აღარ არსებობს.

„მთელი ეს საქციელი “ქართული ოცნების” , პროპორციული სისტემის ჩაგდება, თითქმის ადეკვატურობა დაკარგული კობახიძე და თალაკვაძე, გამომდინარეობს იმ ისტერიკიდან, რაც მათ დაემართათ კვლევების გამო“,- აღნიშნა ხოშტარიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს