რელიგიის საკითხთა სააგენტოს ინიციატივით, წმინდა ნინოს სახელობის სკოლა-პანსიონს დიდი რაოდენობით ტანისამოსი გადასცეს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, სახარების ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის წარმომადგენლებმა მართლმადიდებელი ეკლესიის ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიაში, წმინდა ნინოს სახელობის სკოლა-პანსიონს დიდი რაოდენობით ტანისამოსი გადასცეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის სააგენტო ავრცელებს.

მათი განმარტებით, ღონისძიებაში, სახარების ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის სასულიერო პირები მონაწილეობდნენ.

რელიგიის სააგენტოს თავმჯდოამრის მოადგილე, გიორგი უკლება, ასევე, სტრატეგიული კვლევის ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე დაინტერესდნენ ადგილობრივი სკოლა-პანსიონისა და მრევლის საჭიროებებით. მათი განცხადებით მსგავსი აქციები, სამომავლოდ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საჭიროების მიხედვით ეტაპობრივად გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო აქცია საჩხერეში მეოთხედ იმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო