გიორგი გახარია - უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მსგავსი ქმედებებისას, შემდგომშიც, სახელმწიფო  და პოლიცია გააკეთებს იგივეს

უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მსგავსი ქმედებებისას, შემდგომშიც, სახელმწიფო და პოლიცია იმოქმედებს სრულად კანონის ფარგლებში და გააკეთებს იგივეს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებულ მოვლენებს.

როგორც გახარიამ განაცხადა, ქვეყანაში დაცულია გამოხატვის თავისუფლება, ოღონდ კანონის ფარგლებში.

მისივე თქმით, პოლიციამ და მთავრობამ მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომლის სრული უფლებაც ჰქონდათ.

”სამწუხაროდ ან საბედნიეროდ, მეორდება ეს კითხვა ჩემთან მიმართებით, თუ ვინ გასცა ბრძანება. ადრე, რაც ხდებოდა, იყო ჩემი პასუხისმგებლობა, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, დღეს არის, როგორც პრემიერ-მინისტრის. სხვაობა ამაში საერთოდ არაფერი არ არის. პირველი: ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება კანონის ფარგლებში არის სრულად დაცული და თქვენ გახსოვთ რამოდენიმე დღის განმავლობაში ეს გამოხატვის თავისუფლება გრძელდებოდა ყველანაირი პრობლემების გარეშე, მაგრამ მას შემდგომ, რაც რამოდენიმე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა მოუწოდა მოქალაქეებს ბლოკირებისკენ და ბარიკადები იყო აღმართული, ბლოკირებული იყო პარლამენტის შენობა, პარლამენტის ფუნქციონირება პირდაპირ დადგა კითხვის ნიშნიშ ქვეშ. მთავარ სახელმწიფო ინსტიტუტს და ხალხის არჩეულ დეპუტატებს ფაქტობრივად, თავს დაესხნენ. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში პოლიციამ და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის სრული უფლებაც ჰქონდათ და რაც გააკეთეს აბსოლუტურად კანონის ფარგლებში იყო. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ - შემდგომშიც, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ მსგავსი ქმედებებისას, სახელმწიფო და პოლიცია იმოქმედებს სრულად კანონის ფარგლებში და გააკეთებს იგივეს. გადაკეტილი ქუჩები ჩვენ ბევრ მოქალაქეს უქმნის პრობლემას, ცეცხლი და ბარიკადები აღმართული თბილისის ქუჩებში არის აბსოლუტურად მიუღებელი. გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში კანონის ფარგლებში არის დაცული და არანაირი პრობლემა არ არის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს