საქალაქო სასამართლოში, პარლამენტთან აქციის დაშლისას დაკავებული გიგა მაქარაშვილის და კიდევ 5 პირის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, პარლამენტთან აქციის დაშლისას დაკავებული 6 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი უძღვება.

დღევანდელ პროცესზე გიგა მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავას, დიმიტრი ბიძინაშვილის, ირაკლი ნადირაძის, დავით მჟავანაძისა და პაატა სოსონაშვილის საქმე განიხილება.

პროცესზე დასწრების მსურველთა სიმრავლის გამო, მოსამართლეს დარბაზის შეცვლა დასჭირდა.

შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ დაკავებულია 37 პირი.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა