ირაკლი აბესაძე - ვხედავთ ახლად გამოჩეკილი ქვეყნის მმართველის, ხუნდაძის ცინიკურ და ანეკდოტურ ინიციატივას, რომ მხოლოდ მორჩილი ფეოდალები უნდა მართავდნენ ქვეყანას

ვხედავთ ახლად გამოჩეკილი ქვეყნის მმართველის, ხუნდაძის სრულიად ცინიკურ და ანეკდოტურ ინიციატივას, რომ თითქოს საერთოდ არ გვჭირდება შერეულ სისტემაშიც კი პარტიული სიით არჩეული დეპუტატები და მხოლოდ მორჩილი ფეოდალები უნდა მართავდნენ ამ ქვეყანას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

როგორც აბესაძემ აღნიშნა, „ანეკდოტური და ტრაგიკომიკური სიტუაცია აუცილებლად დასრულდება პირველივე არჩევნებზე და ივანიშვილს ეს ტრიუკები ნამდვილად არ უშველის“.

„ივანიშვილის მმართველობის ტრაგიკომედია სრულად გაიშალა ბოლო პერიოდში. ვხედავთ ახლად გამოჩეკილი ქვეყნის მმართველის ხუნდაძის სრულიად ცინიკურ და ანეკდოტურ ინიციატივას, რომ თითქოს საერთოდ არ გვჭირდება შერეულ სისტემაშიც კი პარტიული სიით არჩეული დეპუტატები და მხოლოდ მორჩილი ფეოდალები უნდა მართავდნენ ამ ქვეყანას. მეორეს მხრივ, ჩვენ ვხედავთ იგივე ივანიშვილისგან ხელდასმული პრეზიდენტი როგორ ასრულებს საკუთარი თავისთვის ანტიკვარიატის შეძენას. ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება აგრძელებს უხეშ ძალადობას საკუთარ მოსახლეობაზე, როდესაც ხელისუფლება აგრძელებს იმ თემის ძალით ჩახშობას და გადაფარვას, რომ ივანიშვილმა ცალსახა ტყუილით საზოგადოება კიდევ ერთხელ შეიყვანა მძიმე კრიზისში, როდესაც მათ სამართლიანი არჩევის უფლების მიცემაზე უარი უთხრა. ეს ანეკდოტური და მართლაც ტრაგიკომიკური სიტუაცია აუცილებლად დასრულდება პირველივე არჩევნებზე და ივანიშვილს ეს ტრიუკები ნამდვილად არ უშველის“, - განაცხადა აბესაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა