ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვაკანტურ საპარლამენტო თანამდებობებზე კონსულატაციები დაწყებულია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვაკანტურ საპარლამენტო თანამდებობებზე კონსულატაციები დაწყებულია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სასურველია, რომ მომდევნო პლენარულ კვირაში გადაწყვეტილება იქნას მიღებული.

„გაგრძელდება კონსულტაციები და ალბათ, უახლოეს დღეებში გვექნება გარკვეული მონახაზი. სასურველია, რომ უკვე მომდევნო პლენარულ კვირაში მივიღოთ გადაწყვეტილებები,“ - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, დაიკავებს თუ არა ის საპარლამენტო თანამდებობას, კობახიძე ამას გამორიცხავს.

„მე არ დავიკავებ არცერთ საპარლამენტო თანამდებობას, მე დაკავებული ვიქნები პარტიული საქმიანობით და შესაბამისად, შემიშლიდა ხელს რაიმე საპარლამენტო თანამდებობა ამ პროცესში,“ - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ, მმართველი გუნდის რამდენიმე წევრმა, მათ შორის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა და რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა