აქციის დაშლის დროს დაკავებული 6 პირის სასამართლო პროცესი 17:00 საათამდე გადაიდო

გუშინ აქციის დაშლის დროს დაკავებული 6 პირის სასამართლო პროცესი 17:00 საათამდე გადაიდო. მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა დაცვის მხარის მოთხოვნა სხდომის გადადების შესახებ არ დააკმაყოფილა და ბრალდების მხარის მოთხოვნა გადადების შესახებ დააკმაყოფილა.

ადვოკატების განცხადებით, დაცვის მხარე არ იცნობს საქმის მასალებს, ამოსაღებია ვიდეო მასალები და სხვა მტკიცებულებები და ამისთვის დამატებითი დრო სჭირდებათ. მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ ადვოკატებმა მისი აცილება მოითხოვეს, ვინაიდან მიიჩნიეს, რომ გადაწყვეტილება „შსს-დან არის ნაკარნახევი".

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში, გუშინ აქციაზე დაკავებული 6 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ პროცესზე გიგა მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავას, დიმიტრი ბიძინაშვილის, ირაკლი ნადირაძის, დავით მჟავანაძისა და პაატა სოსონაშვილის საქმე განიხილებოდა. მათ მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა