ირაკლი კობახიძე - ეს იყო „ნაცმოძრაობის“ აქცია, როდესაც რამდენიმე ათეული „ნაციონალი“ ცდილობს პარლამენტის ბლოკირებას, იქ სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს

ხალხი არ დგას „ნაციონალური მოძრაობის“ უკან, ეს გამოჩნდა გასული დღეების განმავლობაში და სწორედ ეს გახდა მათი ფიასკოს საფუძველი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ის სამართალდამცავ ორგანოებს მადლობას უხდის.

„მადლობას ვუხდი სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებმაც უმაღლესი სტანდარტებით იმოქმედეს გუშინ და ეს არის ის სტანდარტი, რომელიც ნებისმიერი ქვეყნისთვის, ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის შეიძლება იყოს სამაგალითო და მადლობა უნდა გადავუხადოთ ქართულ სზოგადოებას, ქართულ ხალხს, რომელმაც გაარჩია კიდევ ერთხელ შავი და თეთრი და ბუნებრივია, ქართველი ხალხი ვერ დადგებოდა და არც დადგა იმ პოლიტიკური ძალის უკან, რომელსაც აქვს უმძიმესი პოლიტიკური წარსული. სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს სახელმწიფოს ინტერესების და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე. როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ ახერხებს საზოგადოების მობილიზებას და ცდილობს, ლოკალურად, დესტრუქციული ნაბიჯები გადადგას, ბუნებრივია, სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს. გასულ დღეებში იქ იდგა „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი განშტოებებით, თავისი ახალგაზრდებით და შესაბამისად, ეს იყო მთავარი მიზეზი იმისა, რის გამოც მათ ვერ მოახერხეს ხალხის მობილიზება. „ნაცმოძრაობის“ გვერდით ხალხი არ დგას, ეს ძალიან კარგად გამოჩნდა გასული დღეების განმავლობაში. „ნაცმოძრაობის“ აქცია ყოველთვის იქნება განწირული წარუმატებლობისთვის. თავისი არსით ეს იყო „ნაცმოძრაობის“ აქცია, როდესაც რამდენიმე ათეული „ნაციონალი“ ცდილობს პარლამენტის ბლოკირებას, იქ სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ 9 წლის განმავლობაში ჰქონდა ბლოკირებული ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი, მათ შორის პარლამენტი.

„პარლამენტი არ გავდა პარლამენტს. დღეს ბუნებრივია, ამ პოლიტიკურ ძალას ვერ მივცემთ დემოკრატიული ინსტიტუტების ბლოკირების საშუალებას, სახელმწიფო უნდა მოქმედებდეს როგორც სახელმწიფო და სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და იმედია, ეს ფუნქცია მომავლაშიც სათანადოდ განხორციელდება“, - განაცხადა დეპუტატმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა