გიორგი ვაშაძე - ფილმი „მონანიება“ ხომ გაქვთ ნანახი ყველას, ხომ გახსოვთ ფრაზა - „მაინც ამოვთხრით“ - ზუსტად ეს არის ჩვენი სტრატეგიაც

„ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს. „ახალი საქართველოს“ ინფორმაციით, ისინი მომავალი სამოქმედო გეგმების ჩამოსაყალიბებლად შეიკრიბნენ.

მათივე ცნობით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელი რჩება.

„ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ისინი მშვიდობიან და არაძალადობრივ აქციებს იმ დრომდე გააგრძელებენ, სანამ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს.

„ფილმი „მონანიება“ ხომ გინახავთ ყველას, ხომ გახსოვთ ფრაზა - „მაინც ამოვთხრით“. ზუსტად ეს არის ჩვენი სტრატეგიაც. სანამ თვითონ არ გამოვლენ და ყველაფერს გავაკეთებთ ოღონდ თავი დაგვანებეთო, ჩვენ მანამდე არ მოვეშვებით. არ დავიღლებით! სისტემური, არაძალადობრივი, მშვიდობიანი აქციები გრძელდება. აუცილებლად ამას ექნება კონკრეტული ხასიათი და ექნება კონკრეტული ქმედება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა ხელისუფლების დაპირების შესრულებაა, რომელიც 2020 წლის არჩევნების პირდაპირ პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო