არჩილ თალაკვაძე - რომან გოცირიძე ინტელიგენტია, მათ შორის არ არის, ვისი აზროვნებაც ბოქლომების იქით ვერ მიდის - როგორც ჩანს, თანაპარტიელებმა სთხოვეს, რომ ასეთი ჟესტი გაეკეთებინა

რომან გოცირიძე ინტელიგენტი კაცია, არ არის მათ შორის, ვისი აზროვნებაც ბოქლომების იქით ვერ მიდის,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალკვაძემ ჟურნალისტებს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის პერფორმანსთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ვერავინ ჩაკეტავს.

„როგორც ჩანს, თავისმა თანაპარტიელებმა მას სთხოვეს, რომ ასეთი ჟესტი გაეკეთებინა, თუმცა ვერავინ ჩაკეტავს პლენარულ სხდომათა დარბაზს. მომავალ კვირას არის პლენარული სხდომა და ის ჩატარდება ჩვეულებრივ", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზი დალუქა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა