არჩილ თალაკვაძე - მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით გუნდში რამე  შეთანხმებული პოზიცია არ არსებობს - მაჟორიტარებს უფლება აქვთ თავისი პოზიცია ჰქონდეთ

მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით გუნდში რამე შეთანხმებული პოზიცია არ არსებობს. მაჟორიტარებს აქვთ უფლება თავისი პოზიცია ჰქონდეთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც არჩევნების სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას ეხება.

„როგორც დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, ეს არის იმ მაჟორიტარი დეპუტატების პოზიცია და ინიციატივა, რომლებმაც სამწუხაროდ, მხარი არ დაუჭირეს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. მათ აქვთ უფლება, რომ თავისი პოზიცია ჰქონდეთ, მაგრამ საკანონმდებლო ჭრილში ასეთი პროცესის ინიცირებაც კანონით არის გაწერილი, ამ წესების, კანონის გარეშე რა თქმა უნდა, შეუძლებელია, რომ ასეთი ინიციატივა დაინიცირდეს“,-განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის სახელით ახალი ინიციატივით გამოდის. როგორც დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ დაიწყონ ხელმოწერების შეგროვება სრულ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივის მოსამზადებლად.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა