არჩილ თალაკვაძე IRI-ის კვლევაზე - საზოგადოებრივი აზრის საუკეთესო კვლევაა არჩევნები - ჩვენ ყველაზე მეტად მოქალაქეებს და მათ მიერ გაკეთებულ არჩევანს ვენდობით

საზოგადოებრივი აზრის საუკეთესო კვლევა არის არჩევნები, შესაბამისად, ჩვენ ყველაზე მეტად მოქალაქეებს და მათ მიერ გაკეთებულ არჩევანს ვენდობით, - ამის შესახებ პარალმენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს IRI-ის კვლევის შედეგების კომენტირებისას განუცხადა.

როგორც თალაკვაძე აცხადებს, ვის რა რეიტინგი აქვს 2020 წლის არჩევნებში გამოჩნდება და იქ ობიექტურად გაიზომება, როგორც ლიდერების, ისე პარტიების რეიტინგები.

„პირდაპირ გეტყვით, 2020 წელს რა არჩევანსაც გააკეთებენ მოქალაქეები, ჩვენ მივიღებთ და ვენდობით ამ არჩევანს. IRI-ის კვლევის შედეგებს თუ დავუჯერებთ, პოლიტიკოსების ათეულში 8 საუკეთესო შედეგი აქვთ ოპოზიციის იმ ლიდერებს, რომელთა ნაწილიც დესტრუქციული ქმედებებით გამოირჩევიან. თუ მათ სჯერათ ამ შედეგების და სჯერათ, რომ აქვთ ხალხის მხარდაჭერა, რატომ არ იღებენ ეს ადამიანები, მაგალითად მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნებში მონაწილეობას. თუ IRI-ის შედეგებს დავუჯერებთ, ოპოზიციურ ლიდერებს წარსულში და მომავალშიც, გარანტირებული აქვთ მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვება“,-აცხადებს თალაკვაძე.

არჩილ თალაკვაძის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ IRI-ის კვლევაში საზოგადოება მათ შორის გამოკითხულია არჩევნების მოდელთან დაკავშირებითაც, ამ კვლევის შედეგების კენჭისყრამდე, ანუ გადაწყვეტილების მიღებამდე გამოქვეყნება უფრო წაადგებოდა პოლიტიკურ პროცესს.

„ჩემთვის ცოტა გაუგებარი რჩება, რას ნიშნავს და რას ემსახურება ამ შედეგების დემონსტრაციის მეორე დღეს გამოქვეყნება. ვფიქრობ, გაცილებით სასარგებლო იქნებოდა IRI-ს ეს შედეგები კენჭისყრამდე, პოლიტიკური კონსულტაციების დროს გამოექვეყნებინა“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამირან სალუქვაძე - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა იქნება, ვინ გადალახავს ამ საცოდავ 1%-ს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2020
ბორის სოკოლოვი - ბელარუსში პროცესები შესაძლოა დასრულდეს ან საპროტესტო აქციების ჩახშობით ან ლუკაშენკოს ხელისუფლების დამხობით
პანდემიის დროს გააქტიურებული ქართული სტარტაპი - 0% საკომისიო და უფასო მიტანა 100 დღის განმავლობაში
„კარფურის გათამაშება გრძელდება“ - წინ კიდევ უსასრულო სიურპრიზებით სავსე 2 კვირა გელოდებათ
"ლიბერთის" ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის
„შუშხუნა ბაკურიანი“ - სიახლე ბაზრის ლიდერი ბრენდისგან
სერვისი, რომელიც ბუნებრივი რესურსების მოპოვების ბიზნესს ამარტივებს
სამშენებლო კომპანია "ანაგი" განცხადებას ავრცელებს (R)