არჩილ თალაკვაძე - გაუგონარი ბოროტებაა, დააკავო ექიმი, რომელიც განსაცდელში მყოფებს ეხმარებოდა, რუსეთმა ზომები უნდა მიიღოს და   ვაჟა გაფრინდაშვილი გაათავისუფლოს

გაუგონარი ბოროტებაა, დააკავო ექიმი, რომელიც განსაცდელში მყოფ ადამიანებს ეხმარებოდა,რუსეთის ფედერაციამ ზომები უნდა მიიღოს და დროულად გაათავისუფლოს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მედიას განუცხადა, რითაც ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით დე ფაქტო КГБ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ამ დროისთვის მთავარი პრიორიტეტია, რომ ქართველი ექიმის გათავისუფლება მოხდეს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ის დღეს დამატებით შეხვედრებს გამართავს დიპლომატიურ კორპუსთან და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი დროულად დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს.

„ამ მომენტისთვის ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება რჩება ჩვენთვის და მთელი საზოგადოებისთვის პრიორიტეტად. გაუგონარი ბოროტებაა, რომ ექიმი, რომელიც განსაცდელში მყოფ ადამიანებს ეხმარებოდა, დააკავო და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იმისთვის, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი დროულად გათავისუფლდეს და დაუბრუნდეს ოჯახს. ელჩებთან მაქვს დღეს დამატებითი შეხვედრები და ჩვენ ყველა საერთაშორისო დონეზე ამ საკითხს კიდევ ერთხელ დავაყენებთ. ექიმის უკანონო დაკავებით საოკუპაციო რეჟიმი კიდევ ერთხელ გაემიჯნა ადამიანურ ღირებულებებს და გამოჩნდა, თუ რა მძიმე ვითარებაა ოკუპირებულ რეგიონებში, რაზეც პასუხისმგებელია საოკუპაციო რეჟიმი. რუსეთის ფედერაციამ ზომები უნდა მიიღოს და დროულად გაათავისუფლოს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის ომში აქტიურ მონაწილეობას იღებდა და წარმოადგენდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო სამედიცინო სამსახურის თადარიგის კაპიტანს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო