აშშ-ს საელჩოსთან ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა

ამერიკის საელჩოსთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა. აქციის წევრებმა ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლებს როგორ ქართულად, ასევე ოსურ ენაზე მოუწოდეს ქართველი ექიმის განთავისუფლებისკენ. ამასთან, მათ ამერიკის საელჩოს წარმომადგენელს წერილი გადასცეს.

„დღეს საქართველოს კლინიკების ასოციაცია მიმართავს აშშ-ს საელჩოს და ევროკავშირის საელჩოს დამხარებისათვის, რათა სოლიდარობა გამოვუცხადოთ ვაჟა გაფრინდაშვილს, ჩვენს კოლეგას, რომელიც პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დააკავეს. ჩვენ, სამედიცინო საზოგადოება ვეწინააღმდეგებით ყოველგვარ ძალადობას, აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ დროულად, უახლოეს საათებში იყოს განთავისუფლებული ჩვენი კოლეგა ცხინვალის იზოლატორიდან. მე მოვუწოდებ ჩვენს ოს კოლეგებს - ძვირფასო მეგობრებო, გთხოვთ დაგვიდექით გვერდში და ერთად გავათავისუფლოთ ქართველი კოლეგა იზოლატორიდან. მინდა მივმართო მათ, როგორც ქართულად, ასევე ოსურ ენაზე, ჩვენ ერთად შევძლებთ ვაჟა გაფრინდაშვილის განთავისუფლებას, - განაცხადა საქართველოს კლინიკების ასოციაციების პრეზიდენტმა, პროფესორმა ვილი პაჭკორიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს