გია ვოლსკი - ვერ წარმომიდგენია ამერიკელი პოლიციელი, რომელსაც ფარზე და თავში ურტყამენ, რაც ეს ულვაშებიანმა ვაშაძემ გააკეთა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი გუშინდელ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის ქმედებებს აფასებს და მას უზნეობას უწოდებს.

მისივე შეფასებით, ოპოზიციის ქმედებების უკან არეულობის და ქაოსის მოწყობის მიზანი იმალება.

"თუკი რეალურია ის, რასაც IRI-ის კვლევები აჩვენებს, რა არის საშიში იმაში, რომ თვალი თვალში გაუყარონ თავის ამომრჩეველს და არჩევნები ჩაატარონ იმ წესით, რასაც თუნდაც, ეს დეპუტატები მოითხოვენ?

ვერ წარმომიდგენია ამერიკელი პოლიციელი, რომელსაც ფარზე ურტყამენ და შემდეგ თავში ურტყამენ, რაც ეს ულვაშებიანმა ვაშაძემ გააკეთა - ორი ვაშაძეა. წარმოუდგენელი რამ მოხდა. სკანდირება "საქართველო, საქართველო" თუ ვინმეს შეუძლია ლაღად, ეს არის ქართული პოლიცია. კუნთების თამაში მოიკითხოს თვითონ თავისთან", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს